logo
ENG



ჯაფარიძე თავდასხმაზე: ესენი არიან "ქართული ოცნების" შტაბის აქტიური წევრები

29 ივნ 202220:31
3 წუთის საკითხავი
 

პარტია "ლელოს" ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე  კახეთში, ყვარელში პროევროპული საინფორმაციო კამპანიის დროს მასზე განხორციელებული თავსდასხმის შესახებ კომენტარს აკეთებს და ამაბობს, რომ თავდამსხელთა ვინაობა ცნობილია და რომ მათი ქმედება არის სისხლის სამართლის დანაშაული და პარტია კანონით გათვალისწინებულ ყველა ნაბიჯს გადადგამს.

"ყველანი არიან ინდენტიფიცირებულები, ესენი არიან საჯარო სამსახურის თანამშრომლები და ქართული ოცნების შტაბის აქტიური წევრები. სამწუხაროდ, ასევე ამ ჯგუფში იმყოფებოდა ყვარლის პოლიციის უფროსი და მისი მოადგილე. შესაბამისად ჩვენ კანონით გათვალისწინებულ ყველა ნაბიჯს გადავდგამთ."- ამბობს ბადრი ჯაფარიძე.

მისი განცხადებით ქართული ოცნება ეროვნული თანხმობის იდეას თავდასხმით, აგრესიითა და სამოქალაქო დაპირისპირების შექმნის მცდელობით პასუხობს.

"ეროვნული თანხმობის იდეის სანაცვლოდ "ქართული ოცნება" გვთავაზობს დაპირისპირებას, აგრესიას, თავდასხმას. ჩვენ რა თქმა უნდა თავი შევიკავეთ, რადგან ეს პროვოკაცია სწორედ იმიტომ იყო ორგანიზებული, რომ მიეღო საპასუხო რეაქცია ჩვენგან, რომ შესაბამისად, ეს აღებეჭდათ მერე კადრებზე და გაევრცელებინათ, თითქოს ეს იყო დაპირისპირება მოსახლეობასთან.  ეს არის ქვეყანაში დაპირისპირების გაღრმავების მცდელობა, სამოქალაქო დაპირისპირების შექმნის მცდელობა, ეს იმართება ერთი ცენტრიდან, რომელსაც ქვია "ქართული ოცნება", სხვაგვარად ამის ახსნა არის შეუძლებელი, იმიტომ რომ ორგანიზებულად ყველანი "ქართული ოცნების" შტაბიდან იყვნენ სწორედ იმ ადგილზე მობილიზებული, სადაც ჩვენ გვქონდა დაგეგმილი შეხვედრა მოსახლეობასთან." - განაცხადა ლელოს ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ.

სხვადასხვა ქალაქში პროევროპული კამპანიისთვის ჩასულ ოპოზიციონერებს ორგანიზებული, აგრესიული ჯგუფები დახვდნენ. 

ინციდენტები ფაქტობრივად ერთდროულად მოხდა ქუთაისში, ლანჩხუთში, ოზურგეთსა და ყვარელში. 

 


close დახურვა